კაია კალასი კირ სტარმერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს -  ესტონეთი და დიდი ბრიტანეთი ყველაზე ძლიერი მოკავშირეები არიან, დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ გაგრძელდება
კაია კალასი კირ სტარმერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - ესტონეთი და დიდი ბრიტანეთი ყველაზე ძლიერი მოკავშირეები არიან, დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ გაგრძელდება

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, კირ სტარმერს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„გილოცავთ ისტორიულ არჩევნებში გამარჯვებას. ესტონეთი და დიდი ბრიტანეთი ყველაზე ძლიერი მოკავშირეები და უახლოესი მეგობრები არიან. ყველა ესტონელი აფასებს დიდი ბრიტანეთის ერთგულებას ჩვენი საერთო უსაფრთხოების მიმართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შესანიშნავი თანამშრომლობა მხოლოდ გაგრძელდება“, – წერს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

დიდი ბრიტანეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, „კონსერვატორების“ 14-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვადამდელ არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში ლეიბორისტები 410 ადგილს დაიკავებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი, მათი ლიდერი კირ სტარმერი გახდება.