ჯუზეპე პაზოტო - 9 აპრილი არის ერთი გრძელი და ლამაზი ქადაგება, რომელიც საქართველოდან მიდის მთელ მსოფლიოში
9 აპრილი არის ერთი გრძელი და ლამაზი ქადაგება, რომელიც საქართველოდან მიდის მთელს მსოფლიოში,- ამის შესახებ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა.
ჯუზეპე პაზოტომ 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ უნდა გვქონდეს პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც 30 წლის წინ რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ 9 აპრილი არის ერთი გრძელი და ლამაზო ქადაგება რომელიც საქართველოდან მიდის მთელს მსოფლიოში. თავისუფლება გახდა ძალადობის ნაყოფი. ძალადობის გარეშე შეიძლება, გამოვიდეს ყოველთვის კარგი და სიკეთე. ეს არის ყველაზე დიდი ქადაგება და ჩვენ უნდა გვქონდეს პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც იმ დღეს, 30 წლის წინ იყვნენ რუსთაველზე“, – აღნიშნა ჯუზეპე პაზოტომ.