ჯუანშერ ბურჭულაძე - ვეტერანები არიან ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა მამაცურად დაიცვეს
ჯუანშერ ბურჭულაძე - ვეტერანები არიან ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა მამაცურად დაიცვეს

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლის დასაწყისში თავდაცვის მინისტრმა ვეტერანებს 17 ოქტომბერი, ვეტერანების დღე მიულოცა.

„ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცები, რომლებმაც მამაცურად დაიცვეს ჩვენი ქვეყანა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრმა თითოეულ ვეტერანს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.