ჯოზეფ ბორელი - უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა ახლავე, ეს არის პრიორიტეტი, რომელსაც წარვუდგენ მინისტრებს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე
ჯოზეფ ბორელი - უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა ახლავე, ეს არის პრიორიტეტი, რომელსაც წარვუდგენ მინისტრებს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმების განხორციელებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას მეტი საჰერო თავდაცვა სჭირდება.

„რუსეთმა დღეს მასიური თავდასხმა განახორციელა რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით, რითიც ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას მთელ უკრაინაში და ზამთრის წინ უმიზნებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის,’ ბირთვულ ობიექტებსაც. უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა ახლავე. ეს არის პრიორიტეტი, რომელსაც წარვუდგენ მინისტრებს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე“, – დაწერა ბორელმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. დაღუპულია, სულ მცირე, 10 ადამიანი.