ჯოზეფ ბორელი - უკრაინა, რომელიც კანდიდატი ქვეყანაა, ხელს უწყობს დანარჩენ ქვეყნებს, ეს რიგი დაიწყებს მოძრაობას, მაგრამ ყველა მათგანს სჭირდება მორგებული მიდგომა
ჯოზეფ ბორელი - უკრაინა, რომელიც კანდიდატი ქვეყანაა, ხელს უწყობს დანარჩენ ქვეყნებს, ეს რიგი დაიწყებს მოძრაობას, მაგრამ ყველა მათგანს სჭირდება მორგებული მიდგომა

დღეს ევროკავშირის საბჭო, ლიდერები განიხილავენ სტრატეგიულ საკითხებს, ფოკუსი იქნება ორ დიდ საკითხზე – გაფართოება და მიგრაცია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა.

როგორც ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, „გაფართოვებას რაც შეეხება, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მორგებული მიდგომით“.

მისივე თქმით, არის 10 კანდიდატი ქვეყანა, ყველას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა.

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ მიდგომით, ნათელი გონებით, რომელიც მათ ბიძგს მისცემს, რომ უფრო სწრაფად გაწევრიანდნენ, ვიდრე ეს წარსულში ხდებოდა. უკრაინა, რომელიც კანდიდატი ქვეყანაა, ხელს უწყობს დანარჩენ ქვეყნებს, რომლებიც წინ იდგნენ, ანუ ეს რიგი დაიწყებს მოძრაობას, მაგრამ ყველა მათგანს სჭირდება მორგებული მიდგომა“, – განაცხადა ბორელმა.