ჯოზეფ ბორელი - ღაზის სექტორის მართვა მხოლოდ პალესტინის ადმინისტრაციას შეუძლია, „ჰამასი“ ვეღარ გააკონტროლებს მას
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ომის შემდეგ ღაზის სექტორის მართვა მხოლოდ პალესტინის ადმინისტრაციის ხელისუფლებას შეუძლია.
„ღაზას „ჰამასი“ ვეღარ გააკონტროლებს“, – აღნიშნა ბორელმა მანამის დიალოგის კონფერენციაზე.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ის სკეპტიკურად უყურებს ომის შემდეგ ღაზაში პალესტინის ხელისუფლების როლს.