ჯოზეფ ბორელი – ღაზის სექტორის მართვა მხოლოდ პალესტინის ადმინისტრაციას შეუძლია, „ჰამასი“ ვეღარ გააკონტროლებს მას

14:47, 18.11.2023

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ომის შემდეგ ღაზის სექტორის მართვა მხოლოდ პალესტინის ადმინისტრაციის ხელისუფლებას შეუძლია.

„ღაზას „ჰამასი“ ვეღარ გააკონტროლებს“, – აღნიშნა ბორელმა მანამის დიალოგის კონფერენციაზე.

მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ის სკეპტიკურად უყურებს ომის შემდეგ ღაზაში პალესტინის ხელისუფლების როლს.

მსგავსი