ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირში შეთანხმდნენ, აღადგინონ სასაზღვრო დახმარების მისია რაფაჰში
ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირში შეთანხმდნენ, აღადგინონ სასაზღვრო დახმარების მისია რაფაჰში

ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ აღადგინონ სასაზღვრო დახმარების მისია რაფაჰში, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

სასაზღვრო დახმარების მისია ღაზის სექტორში 2007 წლის შემდეგ არ ფუნქციონირებს, რა დროსაც „ჰამასმა“ სრული კონტროლი დაამყარა ღაზაზე.

„მათ მე მწვანე შუქი ამინთეს ევროკავშირის სასაზღვრო დახმარების მისიის აღდგენაზე რაფაჰში. ამან შესაძლოა, სასარგებლო როლი შეასრულოს ღაზაში ხალხის შესვლისას ან გამოსვლისას, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს პალესტინის ხელისუფლებასთან, ეგვიპტელებთან და, ცხადია, ისრაელის მთავრობასთან კოორდინაციით“, – თქვა ბორელმა.