ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინას ხუთი მილიარდი ევროს ღირებულების ორმხრივ მრავალწლიან პაკეტს სთავაზობს
ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინას ხუთი მილიარდი ევროს ღირებულების ორმხრივ მრავალწლიან პაკეტს სთავაზობს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, მან უკრაინას ხუთი მილიარდი ევროს ღირებულების ევროპის სამშვიდობო ფონდის ახალი ორმხრივი მრავალწლიანი პაკეტი შესთავაზა.

„იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ, შეთანხმებას წლის ბოლომდე მივაღწიოთ“, – აღნიშნა ბორელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბორელმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ერთიანი რჩება უკრაინის მხარდაჭერისადმი.

„ერთადერთი, რაც იპყრობს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას, არის პრეზიდენტ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულა“. ჩვენი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, მტკიცეა და გაგრძელდება“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.