ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ დაასახელა ყველაზე ცუდი ფეხბურთელები, ვისაც კარიერაში შეხვედრია.
„არსებობს ორი მოთამაშე, ვინც მართლაც იმედი გამიცრუა და შემიძლია გავიმეორო ყველაფერი, რაც წიგნში დავწერე. ბალოტელი – ცუდი ადამიანია, რომელიც პატივს არ სცემს დანარჩენებს. 2013 წელს, კონფედერაციის თასზე ბრაზილიასთან მატჩში, ის საერთოდ არ ეხმარებოდა გუნდს და შეიძლებოდა ამისთვის მისი ცემა. ვიღაც ფიქრობდა, რომ იმ დროს ის მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფორვარდს შორის შედიოდა, მაგრამ ჩემთვის ის არ ყოფილა არც TOP10-ში და არც TOP20-ში.
თუმცა, არსებობს მოთამაშე, რომელიც ბალოტელიზე უარესია. ეს არის ფელიპე მელო. ის მართლაც ცუდზე ცუდია. მე ვერ მივიღებ მათ, ვინც პატივს არ სცემს დანარჩენებს და სურს სხვების ფონზე გამორჩეული იყოს. როცა ის კლუბში იყო, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ შეიძლებოდა კონფლიქტური სიტუაცია შექმნილიყო. მე განვუცხადე ხელმძღვანელობას, რომ ის ძალიან ცუდი ადამიანია“, – ამბობს გაზეთ „ლა რეპუბლიკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში კიელინი.