„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს პირველი შესახვევის N10-თან „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერის “ტექნიკურმა ჯგუფებმა წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე დაზიანებული მილი აღადგინეს, – ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანიის ცნობით, მოსახლეობას წყალი დილის 09:00 საათიდან მიეწოდება.

„გადაუდებელი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და დაგეგმილ დროში დასრულდა. რთული აღდგენითი სამუშაოების შემდეგ წყალმომარაგების ქსელი გაირეცხა. მოსახლეობას წყალი დილის 09:00 საათიდან მიეწოდება.

წყალმომარაგება აღდგენილია ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავაჭავაძის გამზირზე, აბაშიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ტაბიძის, თაყაიშვილის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებზე.

ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე, საირმის გორაზე, დოლიძის, კოსტავას, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის, ბახტრიონის, პეკინის, ფანასკერტელის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის, ფარსადანის ქუჩებსა და მიმდებარე ქუჩებზე.

მთწმინდა-კრწანისის რაიონში: კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის ქუჩებზე, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირებზე, შანიძის, ზუბალაშვილის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ქიქოძის, ბესიკის, ინგოროყვას, ჟვანიას, ჭონქაძის, ამაღლების, იაშვილის, მაჩაბლის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, თაბუკაშვილის, ბოცვაძის, სანაპიროს, პუშკინის, აბესაძის, ასათიანის, გორგასლის ქუჩებზე, ღვინის აღმართზე; ოქროყანის დასახლებაში.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილში, უშანგი ჩხეიძის ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.