„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - ხვალ ჩუღურეთში, კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე დაზიანებულ ქსელზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც ჩუბინაშვილის ქუჩიდან ჩიტაიას ქუჩამდე ასასვლელი გზა დაიკეტება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - ხვალ ჩუღურეთში, კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე დაზიანებულ ქსელზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც ჩუბინაშვილის ქუჩიდან ჩიტაიას ქუჩამდე ასასვლელი გზა დაიკეტება

ხვალ, 3 თებერვალს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩუღურეთის რაიონში, კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე წყალარინების დაზიანებულ ქსელზე აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს, – აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოების გამო დაიკეტება ჩუბინაშვილის ქუჩიდან ჩიტაიას ქუჩამდე ასასვლელი გზა.

„ქსელის მდებარეობიდან და ტექნიკური სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, დაზიანების აღდგენითი სამუშაოების დროს, ხვალ, 3 თებერვლის დილის 09:00 საათიდან 4 თებერვლის დილის 09:00 საათამდე კოტე მარჯანიშვილის ქუჩის N42-დან N44 -მდე შეიზღუდება საგზაო მოძრაობა. კერძოდ, დაიკეტება ჩუბინაშვილის ქუჩიდან ჩიტაიას ქუჩამდე ამსვლელი გზა.

სატრანსპორტო საშუალებები და სამარშუტო მიკროავტობუსები იმოძრავებენ, ჩუბინაშვილის ქუჩის გავლით.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მოსახლეობას დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია წყალმომარაგების კომპანიის განცხადებაში.