ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ითანამშრომლებს, როგორც აქამდე თანამშრომლობდა
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ითანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ მისმა პარტიამ, „იტალიის ძმებმა“ ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით მისი დანიშვნის წინააღმდეგ მისცა ხმა.
„ჩვენ აქამდე ვთანამშრომლობდით და გავაგრძელებთ ამას მომავალში. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც გვაქვს პასუხისმგებლობები და ვაცნობიერებთ მათ მნიშვნელობას“, – განაცხადა მელონიმ იტალიურ გამოცემასთან Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.
მან ასევე განაცხადა, რომ ის ითანამშრომლებს ყველასთან განურჩევლად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ში ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში.
„ჩემთვის ის, რასაც აქვს მნიშვნელობა, არის აშშ-თან ალიანსის სიძლიერე“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.