„ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ინფორმაციით, მათი ვაქცინა „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ იმუნიტეტს სულ მცირე რვა თვის განმავლობაში უზრუნველყოფს
კომპანია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა იმუნიტეტს სულ მცირე რვა თვის განმავლობაში უზრუნველყოფს და „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგაც ეფექტურია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ერთი აცრის შემდეგ, ვაქცინა ძლიერ გამანეიტრალებელ ანტისხეულების რეაქციას იწვევს, რომელიც არ ქრება და მეტიც, დროთა განმავლობაში გაუმჯობესებაც შეინიშნება.
კომპანიის ინფორმაციით, მათ ასევე შეამოწმეს ვაქცინა ინდოეთში წარმოქმნილი „დელტა“, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში წარმოქმნილი „ბეტა“ და ბრაზილიაში წარმოქმნილი „გამა“ ვარიანტების წინააღმდეგ. კვლევამ გამანეიტრალებელი ანტისხეულების ძლიერი რეაქცია დაადასტურა.
„ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ინფორმაციით, ვაქცინის მეორე ან გამაძლიერებელი დოზა აუცილებელი არ იქნება.