„ჯონსონ ენდ ჯონსონი“ აცხადებს, რომ კომპანია ევროპაში ვაქცინის დისტრიბუციას განაახლებს
„ჯონსონ ენდ ჯონსონი“ აცხადებს, რომ კომპანია ევროპაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დისტრიბუციას განაახლებს.
აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ევროპის წამლის მარეგულირებმა განმარტა, რომ ვაქცინის სარგებელი ბევრად აღემატება მის რისკს.
ევროპის წამლის სააგენტომ რეკომენდაცია გასცა, რომ ვაქცინას თან ერთვოდეს გაფრთხილება იშვიათი სისხლის შედედების რისკის შესახებ, თუმცა, ამავდროულად, აცხადებენ, რომ ვაქცინის სარგებელი რისკებს აღემატება.
„ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის გამოყენება გასულ კვირას ამერიკის მარეგულირებელმა შეაჩერა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი თრომბის წარმოქმნის რამდენიმე შემთხვევა გახდა.