ჯონ სალივანი - აშშ-ი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის წინააღმდეგია
ამერიკის შეერთებული შტატები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის წინააღმდეგია. ვაშინგტონში თვლიან, რომ ეს უარყოფით გავლენას მოახდენს უკრაინის ეკონომიკასა და ენერგოსექტორზე, – განცხადება ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯონ სალივანმა უკრაინის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის ენერგოდამოუკიდებლობას.
„მომავალი, რომელიც არ იქნება დამოკიდებული რუსეთზე და არ იქნება რუსეთის აგრეესიის ინსტრუმენტი – სწორედ ამ მიზეზის გამო ჩვენ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგი ვართ“, – განაცხადა სალიმანმა.