ჯონ მაკკარტი მიიჩნევს, რომ ნურმაგომედოვი ტონი ფერგიუსონის დამარცხებას ვერ შეძლებს
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ყოფილი მსაჯი ჯონ მაკკარტი მიიჩნევს, რომ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი 2020 წლის 18 აპრილს, ტონი ფერგიუსონის დამარცხებას ვერ შეძლებს. ცნობილმა სპეციალისტმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ხაბიბისა და „ელ კუკუის“ მომავალ ბრძოლაზე ისაუბრა.
„თუ ხაბიბს ტონის დამარცხება სურს, მას ფერგიუსონის წინააღმდეგ რაიმე განსხვავებულის მოფიქრება მოუწევს. არამგონია, რომ ხაბიბმა ფიზიკური მომზადებით ტონის აჯობოს. ვფიქრობ, რომ ნურმაგომედოვს საკუთარი ცნობილი სტილით ფერგიუსონისთვის სერიოზული ზიანის მიყენება გაუჭირდება. ტონი ძირს ძალიან სახიფათოა და არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ბრძოლა ნაადრევად, ექიმის გადაწყვეტილებით დასრულდეს.“