ჯონ კირბი - აშშ მიესალმება მარკ რუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას
ჯონ კირბი - აშშ მიესალმება მარკ რუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას

აშშ მიესალმება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მარკ რუტე თანამშრომლობენ სხვადასხვა საკითხზე, „მათ შორის, საერთო ძლიერ მხარდაჭერაზე უკრაინისადმი, მოწინავე ტექნოლოგიების დაცვასა და ტრანსატლანტიკური ალიანსის გაძლიერებაზე“.

ჯონ კირბის განცხადებით, მადლობას უხდის ნატო-ს მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელიც ალიანსს ხელმძღვანელობდა ათი წლის განმავლობაში , „ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე გადამწყვეტ პერიოდში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“.

შეგახსენებთ, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნატო-ს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

რუტე ალიანსის გენერალური მდივნის უფლებამოსილების შესრულებას პირველი ოქტომბრიდან შეუდგება.