კაია კალასი – ნატო-ს წევრებმა თავდაცვაზე მშპ-ის, სულ მცირე, 2.5 პროცენტი უნდა დახარჯონ, რადგან ევროპაში ცხელი ომია

14:52, 28.06.2024
NATO Secretary General Jens Stoltenberg with the Prime Minister of Estonia, Kaja Kallas

NATO Secretary General Jens Stoltenberg with the Prime Minister of Estonia, Kaja Kallas

ნატო-ს წევრებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის, სულ მცირე, 2.5 პროცენტი უნდა დახარჯონ, რადგან ევროპაში ცხელი ომია, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ესტონეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ნატო-ს მოკავშირეებს აქვთ თავდაცვითი საინვესტიციო 2-პროცენტიანი დაპირება და 23 მოკავშირე ახორციელებს ამ დაპირებას, თუმცა მოკავშირეებმა კიდევ უფრო მეტი უნდა დახარჯონ.

„გვსურს, ეს ხარჯები იყოს, სულ მცირე, 2.5 პროცენტი, რადგან 1988 წელს ყველა მოკავშირე თავდაცვაზე ხარჯავდა ორ პროცენტზე მეტს, ზოგიერთი ექვს პროცენტსაც კი, რადგან საფრთხე რეალური იყო, ცივი ომი მიმდინარეობდა. ახლა ევროპაში ცხელი ომი გვაქვს და საკმარის თანხებს არ ვხარჯავთ. მაგრამ დადებითია, რომ ეს ხარჯები იზრდება“, – განაცხადა კაია კალასმა.

მსგავსი