ჯონ კირბი - არსებობს მინიშნებები, რომ უკრაინელები რუსეთში მათი ნების საწინააღმდეგოდ გადაჰყავთ
არსებობს მინიშნებები, რომ უკრაინელები რუსეთში მათი ნების საწინააღმდეგოდ გადაჰყავთ, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელს ჰკითხეს უკრაინის მტავრობის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ 1,2 მილიონი უკრაინელი იძულებით დეპორტირებულია რუსეთში, რაზეც კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის ნამდვილად აქვს ნანახი მინიშნებები, რომ უკრაინელები უკრაინიდან რუსეთში ნების საწინააღმდეგოდ გადაჰყავთ.
ამასთან, კირბის თქმით, პენტაგონისთვის უცნობია დეპორტირებული უკრაინელების რაოდენობა.
აღნიშნულ ქმედებას პენტაგონის პრესსპიკერმა უსინდისო უწოდა, რომელიც პასუხისმგებლიან სახელმწიფოს არ შეესაბამება.