ჯონ კირბი – არსებობს მინიშნებები, რომ უკრაინელები რუსეთში მათი ნების საწინააღმდეგოდ გადაჰყავთ

23:58, 09.05.2022

არსებობს მინიშნებები, რომ უკრაინელები რუსეთში მათი ნების საწინააღმდეგოდ გადაჰყავთ, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელს ჰკითხეს უკრაინის მტავრობის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ 1,2 მილიონი უკრაინელი იძულებით დეპორტირებულია რუსეთში, რაზეც კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის ნამდვილად აქვს ნანახი მინიშნებები, რომ უკრაინელები უკრაინიდან რუსეთში ნების საწინააღმდეგოდ გადაჰყავთ.

ამასთან, კირბის თქმით, პენტაგონისთვის უცნობია დეპორტირებული უკრაინელების რაოდენობა.

აღნიშნულ ქმედებას პენტაგონის პრესსპიკერმა უსინდისო უწოდა, რომელიც პასუხისმგებლიან სახელმწიფოს არ შეესაბამება.

მსგავსი