ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი - მსოფლიოში ახალი კორონავირუსისგან 103 334 ადამიანი გამოჯანმრთელდა
სოფლიოში კორონავირუს „კოვიდ 19“-სგან, 103 334 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, მსოფლიო მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსი 398 107 ადამიანს დაუდასტურდა, 17 454 კი ვირუსის შედეგად გარდაიცვალა.
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა ჩინეთში, სადაც 81 591 დაინფიცირებულიდან 70 000-ზე მეტი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.
ყველაზე დიდი მსხვერპლი იტალიაშია. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, იტალიაში ვირუსით 6 077 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 63 927 შემთხვევა დადასტურდა.
ამასთან, 2 800 ადამიანი დაიღუპა „კოვიდ 19“-ით ესპანეთში, 39 676-ს კი ვირუსი დაუდასტურდა.