ნიკოლოზ სამხარაძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს შეხვდა.

კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართული შეხვედრისას ნიკოლოზ სამხარაძემ ამერიკელ და ევროპელ სტუდენტებთან საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, საპარლამენტო დიპლომატიასა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გამაახვილა უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე.

სტუდენტები სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების გარემოთი და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს როლით დაინტერესდნენ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.