ჯო ბაიდენმა უკრაინის საკითხზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია
ჯო ბაიდენმა უკრაინის საკითხზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის საკითხზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი უკრაინაში სიტუაციის განვითარებას აკვირდება და ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მას რეგულარულად აწვდის განახლებულ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხზე. ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს.

თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტმა ასევე მიიღო ინფორმაცია მიუნხენის უსაფრთხოებოს კონფერენციის ფარგლებში ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მიერ გამართული შეხვედრებიდან.

აღსანიშნავია, რომ კამალა ჰარისი მიუნხენში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ბალტიის ქვეყნების ლიდერებს, გერმანიის კანცლერს, ლაფ შოლცს და სხვა მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს.