ჯო ბაიდენმა კამალა ჰარისს კამპანიის ფარგლებში შეხვედრისას დაურეკა - გიყურებ, შვილო, მიყვარხარ
ჯო ბაიდენმა კამალა ჰარისს კამპანიის ფარგლებში შეხვედრისას დაურეკა - გიყურებ, შვილო, მიყვარხარ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს დემოკრატების ოფისში, კამპანიის ფარგლებში შეხვედრისას ჯო ბაიდენმა დაურეკა.

„ძალიან სასიამოვნოა ჩვენი პრეზიდენტის ხმის გაგონება. გვიყვარხარ ჯო, ჯილ. ისინი ნამდვილად ჩემი ოჯახი არიან“, –  აღნიშნა ჰარისმა ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას.

ბაიდენმა საპასუხოდ ჰარისს მიმართა:

„ეს ორმხრივია. გიყურებ, შვილო, გიყურებ და მიყვარხარ“, – უპასუხა ჯო ბაიდენმა.