ჯენ ფსაკი - უკრაინასთან დაკავშირებით სიტუაცია თუ გამწვავდება, თეთრი სახლი აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნის საკითხს განიხილავს
იმ შემთხვევაში, თუ უკრაინასთან დაკავშირებით სიტუაცია გამწვავდება, თეთრი სახლი აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„აღმოსავლეთ ევროპაში, რა თქმა უნდა, არის ნატო-ს პარტნიორი ქვეყნები, ე.წ. აღმოსავლეთის ფლანგის სახელმწიფოები, როგორც თქვენ მათ უწოდებთ. თუ გადავხედავთ 2014 წლის შემდეგ განვითარებულ სიტუაციას, ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებიდან არაერთი ეძებდა მხარდაჭერას, სამხედრო ძალების გაზრდას და მათ დამატებით როტაციულ განლაგებას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, განსახილველ მაგიდაზე დევს ეს საკითხი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს“, – განაცხადა ფსაკიმ.