ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში ენტონი ბლინკენის ვიზიტით გაგზავნას გეგმავს
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის ვიზიტით გაგზავნას გეგმავს. შესაბამის ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია „სიენენი“ უკრაინის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, ბლინკენის ვიზიტის უკრაინაში მომავალ თვეში იგეგმება.
როგორც „სიენენი“ აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია თავის მთავარ დიპლომატს აგზავნის უკრაინაში რუსეთ-აშშ-ის პოტენციურ სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე, არის მკაფიო სიგნალი, რომ ვაშინგტონი აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოს გვერდით დგას და აფასებს მას, როგორც მოკავშირეს.
ამერიკული ტელეკომპანიის ცნობით, უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებამდე მონახავს დროს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შესახვედრად.
შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის შეხვედრა ივნისში შედგეს.