ჯო ბაიდენი - კრემლის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანმა თქვა - „ყოჩაღ, რესპუბლიკელებო!“, თუ რუსი პროპაგანდისტები გილოცავენ, დროა გადახედოთ, რას აკეთებთ
ჯო ბაიდენი - კრემლის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანმა თქვა - „ყოჩაღ, რესპუბლიკელებო!“, თუ რუსი პროპაგანდისტები გილოცავენ, დროა გადახედოთ, რას აკეთებთ

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოუწოდებს რესპუბლიკელებს, „გააკეთონ თავიანთი საქმე“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი საკუთარ „ტვიტერზე“ წერს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოუწოდა რესპუბლიკელებს, დაამტკიცონ დახმარება უკრაინისა და ისრაელისთვის სადღესასწაულო დასვენებამდე.

ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკელების გადაწყვეტილებას, დაფინანსების დაბლოკვასთან დაკავშირებით, მხოლოდ რუსი პროპაგანდისტები იწონებენ.

„პუტინის ერთგული ადამიანები მოსკოვში ზეიმობდნენ, როცა რესპუბლიკელებმა ხმა მისცეს უკრაინის დახმარების დაბლოკვას გასულ კვირას. კრემლის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანმა სიტყვასიტყვით თქვა: „ყოჩაღ, რესპუბლიკელებო!“ თუ რუსი პროპაგანდისტები გილოცავენ, შეიძლება, დროა გადახედოთ, რას აკეთებთ”,- წერს ბაიდენი.