ჯო ბაიდენი კაპიტოლიუმთან ავტომობილის შეჯახების შედეგად ოფიცრის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
კაპიტოლიუმის კომპლექსთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რასაც ერთი სამართალდამცველის სიცოცხლე ემსხვერპლა, მწუხარებას გამოთქვამს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
გავრცელებულ განცხადებაში, პრეზიდენტი უთანაგრძნობს, გარდაცვლილ ოფიცერ ევანსის ოჯახს.
ჯო ბაიდენის განკარგულებით, თეთრ სახლზე დროშებს დაუშვებენ.
ცოტა ხნის წინ, კაპიტოლიუმის შენობასთან ავტომობილი დამცავ ბარიერს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი სამართალდამცველი დაშავდა. მოგვიანებით, ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გავრცელებული ცნობით, შეჯახების შემდეგ, მძღოლი ავტომობილიდან დანით შეიარაღებული გადმოვიდა და პოლიციისკენ გაემართა, ის სამართალდამცველების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად გაანეიტრალეს. დაჭრილი მძღოლი, სამართალდამცველის მსგავსად, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამასთან, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავარაუდო თავდამსხმელი 25 წლის ნოა გრინია.