კაპიტოლიუმთან ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი სამართალდამცველი გარდაიცვალა
კაპიტოლიუმთან ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი სამართალდამცველი გარდაიცვალა

კაპიტოლიუმის კომპლექსთან ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი სამართალდამცველი გარდაიცვალა. მეორე პოლიციელი კი, საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს.

ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, მძღოლი, რომელიც შეჯახების შემდეგ ავტომობილიდან გადმოვიდა და დანით ხელში პოლიციის მიმართულებით გაემართა, სამართალდამცველების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ლიკვიდირებულია. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავტომობილის მძღოლი პოლიციამ დააკავა, თუმცა იგი დაშავებული იყო, რის გამოც, მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ამასთან, მედიის ცნობით, სავარაუდო თავდამსხმელი 25 წლის ნოვა გრინია.

ადგილზე მობილიზებული არიან ეროვნული გვარდიის წევრები. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები და კაპიტოლიუმში ლოკდაუნის რეჟიმი მოქმედებს.

„ბიბისის“ ცნობით, ამ დროისთვის მომხდარის მოტივი უცნობია, თუმცა შემთხვევა არ განიხილება როგორც ტერორისტული აქტი.