ჯო ბაიდენი - კანადის მხარდასაჭერად გამოვიყვანეთ 600-ზე მეტი ამერიკელი მეხანძრე, დამხმარე პერსონალი და აღჭურვილობა, მჭიდრო კავშირში ვართ ადგილობრივ ლიდერებთან
ჯო ბაიდენი - კანადის მხარდასაჭერად გამოვიყვანეთ 600-ზე მეტი ამერიკელი მეხანძრე, დამხმარე პერსონალი და აღჭურვილობა, მჭიდრო კავშირში ვართ ადგილობრივ ლიდერებთან

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლიმატის კრიზისის დროს, ამერიკელებმა მოუსმინონ ადგილობრივ ხელისუფლებას და დაიცვან მითითებები, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „ტვიტერზე“ წერს.

„ჩვენ გამოვიყვანეთ 600-ზე მეტი ამერიკელი მეხანძრე, დამხმარე პერსონალი და აღჭურვილობა კანადის მხარდასაჭერად. ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ სახელმწიფო და ადგილობრივ ლიდერებთან, რათა უზრუნველვყოთ საჭირო დახმარება“,- წერს ბაიდენი.

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების გამო მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელებმა, განსაკუთრებით ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებმა, მოუსმინონ ადგილობრივ ხელისუფლებას მათი და მათი ოჯახების დასაცავად.

შეგახსენებთ, კანადაში, თითქმის ყველა პროვინციაში, ტყის ხანძრებია. როგორც მედია წერს, კანადაში ამ დროისთვის 3,3 მილიონი ჰექტარი უკვე დაიწვა, რაც დაახლოებით 130-ჯერ აღემატება ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებელს. 120 000-ზე მეტი ადამიანი კი იძულებულია, დროებით დატოვოს საკუთარი სახლი.