ჯო ბაიდენი - განიხილება ნატო-ს მოკავშირეებთან და რუსეთთან ერთად შეხვედრის შესაძლებლობა, რათა მოხდეს აღმოსავლეთ ფრონტზე ტემპერატურის დაწევა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ნატო-ს მოკავშირეებთან და რუსეთთან ერთად შეხვედრის შესაძლებლობა განიხილება. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„პირდაპირი ვიყავი პუტინთან საუბრისას. მკაფიოდ ვუთხარი, თუ ის შეიჭრება უკრაინაში, ამას მოჰყვება მძიმე შედეგები, ისეთი ეკონომიკური შედეგი, როგორიც მას არასდროს უნახავს. მან მიპასუხა, რომ გაიგო ჩემი ნათქვამი. ამას გარდა, მე ვთქვი, რომ შესაძლოა, დაგვჭირდეს ჩვენი წარმომადგენლობის გაზრდა ნატო-ს ქვეყნებში, რათა აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშირეებს ერთგულება დავუდასტუროთ.
ამასთან, მე ვთქვი, რომ ჩვენ მივაწვდით თავდაცვით შესაძლებლობებს უკრაინას. პოზიტიური ახალი ამბავი არის, რომ ჩვენი სამუშაო ჯგუფები კონტაქტზე არიან და კვირის ბოლოს ვნახავთ, თუ იქნება შესაძლებელი კიდევ შეხვედრების უმაღლეს დონეზე. არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ნატო-ს ოთხი მოკავშირის და რუსეთის მონაწილეობით, რათა განვიხილოთ რუსეთის შეშფოთება ნატო-სთან დაკავშირებით ზოგადად, რათა მოხდეს აღმოსავლეთ ფრონტზე ტემპერატურის დაწევა“,- განაცხადა ჯო ბაიდენმა.