ჯო ბაიდენი - ჩინეთის „სამშვიდობო გეგმა“ მხოლოდ რუსეთისთვის არის სასარგებლო, ჩინეთი რუსეთს თუ იარაღს მიაწვდის, ჩვენ ვუპასუხებთ
ჯო ბაიდენი - ჩინეთის „სამშვიდობო გეგმა“ მხოლოდ რუსეთისთვის არის სასარგებლო, ჩინეთი რუსეთს თუ იარაღს მიაწვდის, ჩვენ ვუპასუხებთ

ჩინეთის „სამშვიდობო გეგმა“ მხოლოდ რუსეთისთვის არის სასარგებლო. ჩინეთი რუსეთს თუ იარაღს მიაწვდის, ჩვენ ვუპასუხებთ, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ABC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ბაიდენი აცხადებს, რომ ჩინეთის მხრიდან არ ელოდება დიდ ინიციატივებს, მიაწოდოს რუსეთს ლეტალური იარაღი, თუმცა, მისი თქმით, აშშ-ს ამას უპასუხებს ისე, როგორც ეს სხვა ქვეყნების შემთხვევაში იყო.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ სანქციები დავაკისრეთ ყველას, ვინც ეს გააკეთა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ბაიდენი მიიჩნევს, რომ ჩინეთის „სამშვიდობო გეგმა“ მხოლოდ რუსეთისთვის არის სახარბიელო.

„თუ პუტინი ტაშს უკრავს მას, როგორ შეიძლება, ეს კარგი იყოს? მე ვერ დავინახე გეგმაში ვერაფერი, რაც მიანიშნებდა, რომ ჩინეთის გეგმის განხორციელება სასარგებლო იქნებოდა ვინმესთვის, რუსეთის გარდა“, – აცხადებს ბაიდენი.

ბაიდენი ასევე ირაციონალურად მიიჩნევს მოსაზრებას, რომ ჩინეთი შეიძლება, გახდეს შუამავალი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში.