„სიენენი“ – რეგისტრირებული ამომრჩევლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ტელედებატებს დონალდ ტრამპმა უკეთ გაართვა თავი 

11:42, 28.06.2024

„სიენენის“ ინფორმაციით, რეგისტრირებული ამომრჩევლების უმრავლესობა, რომლებიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის დებატებს უყურებდნენ, მიიჩნევენ, რომ დებატებს დონალდ ტრამპმა უკეთ გაართვა თავი.

გამოკითხულთა 67% ამბობს, რომ ტრამპმა საკუთარი პოზიციები უფრო მკაცრად გამოხატა, 33% კი თვლის, რომ ეს ბაიდენმა უფრო კარგად გააკეთა.

გამოკითხულთა 57% თვლის, რომ ისინი არ ენდობიან ბაიდენის შესაძლებლობებს, მართოს ქვეყანა, ხოლო 44 % აცხადებს, რომ ამ მხრივ მათ ტრამპის მიმართ არ აქვთ ნდობა. ამ მიმართულებით მაღალი მაჩვენებელი არცერთ კანდიდატს არ აქვს, თუმცა დებატების მაყურებელთა 36% ამბობს, რომ ისინი ქვეყნის მართვაში დონალდ ტრამპს ენდობიან, მხოლოდ 14 % კი ამ მხრივ ჯო ბაიდენს ენდობა.

„სიენენის“ გამოკითხვა ტექსტური შეტყობინებების საშუალებით 565 დარეგისტრირებულ ამერიკელ ამომრჩეველს შორის ჩატარდა.

მსგავსი