ჯო ბაიდენი - აშშ განაგრძობს უკრაინისთვის კრიტიკული იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას, ვიდრე ჩვენ ამას შევძლებთ
ჯო ბაიდენი - აშშ განაგრძობს უკრაინისთვის კრიტიკული იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას, ვიდრე ჩვენ ამას შევძლებთ

ამერიკა განაგრძობს უკრაინისთვის კრიტიკული იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას, ვიდრე ჩვენ ამას შევძლებთ, – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამერიკის პრეზიდენტმა მოუწოდა კონგრესს, გამოყოს დაფინანსება უკრაინის დასახმარებლად.

„პუტინი ფსონს დებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ვერ დაეხმარება. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ის ცდება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, რუსული სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემის წამყვანმა შეაქო რესპუბლიკელები გასულ კვირას უკრაინის ახალი დახმარების გადაცემის დაბლოკვის გამო.

„თუკი რუსი პროპაგანდისტები ზეიმობენ, შესაძლოა, დროა, გადახედოთ, რას აკეთებთ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკა მხარს უჭერს თავისუფლებას – დღეს, ხვალ და ყოველთვის.

ამასთან, როგორც პრეკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ის ბაიდენს ესაუბრა ვლადიმერ პუტინის „შემდგომი იზოლაციისა“ და მისი აგრესიის საფასურის გადახდაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთს ხანგრძლივი ომი სურს.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გადაცემის შესახებ განაცხადა.