სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ „მადლობის ფონდს“ ქმნის, სადაც კომპანია პირველ ეტაპზე 100 000 ლარს ჩარიცხავს.
ეს თანხა კი სრულად მოხმარდება ინფექციური საავადმყოფოს პერსონალის ანაზღაურების ზრდას – მათ აპრილის თვის ანაზღაურება გაუორმაგდებათ.
„ჩვენ COVID -19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერთვებით! თითოეული გადარჩენილი სიცოცხლისთვის გვინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ ექიმებს, რისთვისაც ვქმნით „მადლობის ფონდს“. ფონდში, პირველ ეტაპზე, ჯიპიაის შენატანი 100 000 ლარია. ეს თანხა სრულად მოხმარდება ინფექციური საავადმყოფოს პერსონალის ანაზღაურების ზრდას – მათ აპრილის თვის ანაზღაურება გაუორმაგდებათ.
გარდა ამისა, „ჯიპიაის“ თითოეულ თანამშრომელს შესაძლებლობა გვაქვს, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება ექიმების მიმართ და „მადლობის ფონდში“, დამატებით, სასურველ თანხას გადავრიცხავთ. ასე რომ, ჩვენი ექიმების მხარდასაჭერად შემდგომ აქტივობებს კომპანიისა და თანაშრომელთა ერთობლივი კონტრიბუციებიდან დავაფინანსებთ“ , – აღნიშნულია სადაზღვევო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.