ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი, ირაკლი ნოზაძე დაჭრეს
ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი, ირაკლი ნოზაძე დაჭრეს

თბილისში, დიდუბეში ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი, ირაკლი ნოზაძე დაჭრეს.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. უწყებაში სხვა დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ.

ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჭრილი ამ დროისთვის მიმღებშია. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, პრესსამსხურის განცხადებით, ჯერ ინფორმაციას არ ფლობს.