ჯესიკა ჩესტეინი, პენელოპა კრუსი, მარიონ კოტიარი, ფან ბინბინი და ლუპიტა ნიონგ’ო ერთ ფილმში ითამაშებენ
„355“ ასე ჰქვია სიმონ კინბერგისა და ტერეზა რებეკის სცენარის მიხედვით გადაღებულ ფილმს, რომელმაც 5 მსახიობი: ჯესიკა ჩესტეინი, პენელოპა კრუსი, მარიონ კოტიარი, ფან ბინბინი და ლუპიტა ნიონგ’ო გააერთიანა. ინფორმაციას Variety ავრცელებს.
ფილმი ჯაშუში ქალების ისტორიას მოგვითხრობს. იდეის ავტორი თავად მსახიობი ჯესიკა ჩესტეინია.
ფილმში „355“, ქალები სამყაროში ქაოსის გამომწვევი გლობალური ორგანიზაციის შესაჩერებლად იბრძვიან.
ჯერჯერობით უცნობია ფილმის გამოსვლის თარიღი.
ავტორი -ზაურ გულიევი