კომპანია „ჯეოსელი“ შესაძლოა, ყაზახი ინვესტორების საკუთრებაში გადავიდეს. შვედური Svenska Dagbladet წერს, რომ „თელიასონერას“ ევრაზიული აქტივების შეძენა ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია Kazakhtelecom-ს და საინვესტიციო ჯგუფ Visor Group-ს სურთ.
ინფორმაციის გადამოწმება პირველმა არხმა „ჯეოსელის“ მფლობელ „თელიასონერაში“ სცადა. კომპანიიდან გვიპასუხეს, რომ ევრაზიული აქტივების გასხვისების პროცესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
აღსანიშნავია, რომ „თელიასონერასთან“ და Turkcell-თან ერთად, Kazakhtelecom ყაზახეთის მობილურ ოპერატორ K-Cell-ს ფლობს.
ევრაზიული ბაზრიდან გაყიდვის გეგმაზე „თელიასონერამ“ 2015 წელს განაცხადა. ამ პროცესის დასრულება კი, 2017 წელს იყო მოსალოდნელი.