კომუნიკაციების კომისია „სილქნეტს“ მიერ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენაზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
კომუნიკაციების კომისია „სილქნეტს“ მიერ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენაზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კომპანია „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

კომისიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები 15:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე მიიღებენ.

კომუნიკაციების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია  ბაზრის კვლევისა და ანალიზის  შედეგები, სადაც შეფასებულია  როგორც ბაზარზე არსებული ვითარება, ასევე, კონკურენციის პირობები.

რა ვალდებულებებს დააკისრებს კომუნიკაციების კომისია კომპანიებს აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების სანაცვლოდ, ამის შესახებ დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი.