ჯეინ ფონდას არაჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს და ქიმიოთერაპიის კურსს გადის
ცნობილ მსახიობ და აქტივისტს ჯეინ ფონდას არაჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს და ქიმიოთერაპიის კურსს გადის.
„სიენნეის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია მსახიობმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
„ეს არის განკურნებადი სიმსივნე. ადამიანების 80 პროცენტი იკურნება, მე ძალიან იღბლიანად ვგრძნობ თავს“, – დაწერა მან.
არაჰოჯკინის ლიმფომა იმუნური სისტემის სიმსივნე, რომელიც აზიანებს ლიმფურ სისტემის უჯრედები. ჯეინ ფონდაც თქმით, მას ქიმიოთერაპიის ექვსთვიანი კურსი აქვს დანიშნული და ის მკურნალობას საკმაოდ კარგად უმკლავდება.
ჯეინ ფონდამ, რომელიც გარემოს აქტიური დამცველია და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ კამპანიებში მონაწილეობს, პირობა დადო, რომ აქტივისტურ საქმიანობას გააგრძელებს.
„დამიჯერეთ, მე არ დავუშვებ, რომ ამან ჩემს აქტივიზმს შეუშალოს ხელი. კიბო მასწავლებელია და მე ყურადღებას ვაქცევ იმ გაკვეთილებს, რომლებსაც ის მიტარებს. ერთი რამ, რაც მან მე უკვე მაჩვენა, არის საზოგადოების მნიშვნელობა, საზოგადოების ზრდისა და გაღრმავების მნიშვნელობა, რომ ჩვენ არ ვიყოთ მარტო. კიბო ჩემ თითქმის 85 წლის ასაკთან ერთად, მასწავლის ასევე ახალ რეალობასთან ადაპტირების მნიშვნელობას“, – აღნიშნავს ცნობილი მსახიობი.
ლეგენდარული მსახიობი არაერთი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის ორი ოსკარის, ბრიტანული კინოაკადემიის ორ ჯილდოს. მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში მსახიობს მიღებული აქვს შვიდი „ოქროს გლობუსი“, „ემი“, ასევე ვენეციის კინოფესტივალის საპატიო „ოქროს ლომი“.