82 წლის ჯეინ ფონდა გარემოსდამცველთა აქციაზე კვლავ დააკავეს [ვიდეო]

ამერიკელი მსახიობი ჯეინ ფონდა ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან გარემოსდამცველთა საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ამერიკული მედიის ცნობით, მსახიობი დემონსტრაციაზე უკვე მეხუთედ დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ 21 დეკემბერს ჯეინ ფონდას 82 წელი შეუსრულდა. მსახიობის დაკავების დროს აქციის მონაწილეებმა მას დაბადების დღის მისალოცი სიმღერა უმღერეს.

კაპიტოლიუმთან ჯეინ ფონდასთან ერთად კიდევ ათობით ეკოაქტივისტი დააკავეს, რომლებიც გარემოს დასაცავად საპროტესტო მსვლელობებს ყოველ პარასკევს მართავენ. აღსანიშნავია, რომ წინა დაკავებების დროს ჯეინ ფონდასთვის ბრალი არ წაუყენებიათ.