ჯეიმს მეტისის განცხადებით, სირიაზე იერიშმა შესაძლოა, რუსეთთან და ირანთან ფართომასშტაბიანი კონფლიქტი გამოიწვიოს
ჯეიმს მეტისის განცხადებით, სირიაზე იერიშმა შესაძლოა, რუსეთთან და ირანთან ფართომასშტაბიანი კონფლიქტი გამოიწვიოს.
გამოცემა The New York Times-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საფრთხეების რისკებზე პენტაგონის ხელმძღვანელმა დახურულ შეხვედრაზე ისაუბრა.
გამოცემის თანახმად, შეხვედრაზე ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ აუცილებელია სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენებაში ბაშარ ასადის როლზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება.
მეტისის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის დასარწმუნებლად, რომ აუცილებელია სამხედრო მოქმედება.
პენტაგონის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ საპასუხო ზომები თანხვედრაში უნდა იყოს კონფლიქტის ესკალაციის საფრთხესთან.
„ჩვენ ვცდილობთ შევაჩეროთ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობები. თუმცა სტრატეგიულ დონეზე, როგორ შევძლებთ შევაკავოთ ვითარება ესკალაციისგან?“ – ამის შესახებ შეკითხვა შეხვედრაზე მეტისმა დასვა.
რამდენიმე საათის შემდეგ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, სარა სანდერსმა განაცხადა, რომ სირიაზე დარტყმის გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.