ჯეიმს ჰარდენის დრო „ჰიუსტონში“ ამოიწურა. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ „როკეთსის“ აწ უკვე ყოფილი ლიდერი კარიერას „ბრუკლინში“ გააგრძელებს.
ჰარდენმა ტეხასში მრავალი წელი გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ის „როკეთსის“ წევრი აღარ არის, ჯეიმსმა გადაწყვიტა, რომ ქალაქში საკუთარი რესტორანი გახსნას.
ინფორმაციას ამის შესახებ Houstonchronicle ავრცელებს. წყაროს ცნობით, ჰარდენის რესტორანი 22 იანვარს გაიხსნება.