ლებრონ ჯეიმსი ზედიზედ მეცხრედ გახდა NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე #1TVSPORT
ლებრონ ჯეიმსი ზედიზედ მეცხრედ გახდა NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე #1TVSPORT

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ზედიზედ მეცხრედ გახდა NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე ჟურნალ Forbes-ის ვერსიით.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში NBA-ის ოთხგზის ჩემპიონმა 124.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. აქედან 44.5 მილიონი კალათბურთელის ხელფასია, 80 მილიონი კი მან სარეკლამო კონტრაქტებით მიიღო.

NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების ახალი TOP 10:

  1. ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი) – 124,5 მლნ (44,5+80,0)
  2. სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი) – 95,1 (48,1+47,0)
  3. კევინ დურანტი (ბრუკლინი) – 88,0 (43,0+45,0)
  4. იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი) – 86,5 (42,5+44,0)
  5. რასელ უესტბრუკი (ლეიკერი) – 82,1 (47,1+35,0)
  6. კლეი ტომპსონი (გოლდენ სტეიტი) – 60,6 (40,6+20,0)
  7. დემიან ლილარდი (პორტლენდი) – 60,5 (42,5+18,0)
  8. ჯეიმს ჰარდენი (ფილადელფია) – 53,0 (33,0+20,0)
  9. პოლ ჯორჯი (კლიპერსი) – 51,0 (42,5+8,5)
  10. ჯიმი ბატლერი (მაიამი) – 49,7 (37,7+12,0)