ჰარდენი „ფილადელფიაში“ გადავიდა #1TVSPORT
ჰარდენი „ფილადელფიაში“ გადავიდა #1TVSPORT

„ბრუკლინმა“ და „ფინიქსმა“ მოილაპარაკეს გაცვლაზე, რომლის შედეგადაც ვარსკვლავური მცველი ჯეიმს ჰარდენი „სიქსერზში“ გადავა.

„ბრუკლინი“ ჰარდენის სანაცვლოდ მიიღებს გამთამაშებელ ბენ სიმონსს, შემტევ მცველს სეტ კარის, ცენტრს ანდრე დრამონდსა და დრაფტის პირველ რაუნდში ორ არჩევანს.

„ფილადელფიაში“ ასევე გადავა გამოცდილი ფორვარდი პოლ მილსეპი.