NBA-მ „ოლ სტარის“ რეზერვისტები დაასახელა #1TVSPORT
NBA-მ „ოლ სტარის“ რეზერვისტები დაასახელა #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ დაასახელა „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ სათადარიგო მოთამაშეები.

აღმოსავლეთი კონფერენცია – დარიუს გარლანდი (კლივლენდი), ჯიმი ბატლერი (მაიამი), ჯეიმს ჰარდენი (ბრუკლინი), ზაკ ლავინი (ჩიკაგო), კრის მიდლტონი (მილუოკი), ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი), ფრედ ვანვლიტი (ტორონტო).

დასავლეთი კონფერენცია – კრის პოლი (ფინიქსი), ლუკა დონჩიჩი (დალასი), დევინ ბუკერი (ფინიქსი), დონოვან მიტჩელი (იუტა), დრეიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი), კარლ-ენტონი თაუნსი (მინესოტა), რუდი გობერი (იუტა).

აღსანიშნავია, რომ ფრედ ვანვლიტი მეოთხე არადრაფტირებული მოთამაშე გახდა უახლეს ისტორიაში, ვინც „ოლ სტარზე“ თამაშის უფლება მიიღო. მანამდე ეს შეძლეს ბენ უოლასმა, ჯონ სტარქსმა და ბრედ მილერმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გამოავლინეს „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ სასტარტო ხუთეულები:

დასავლეთი კონფერენცია – სტეფენ კარი (გოლდენ სტეიტი), ჯა მორანტი (მემფისი), ენდრიუ უიგინსი (გოლდენ სტეიტი), ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი), ნიკოლა იოკიჩი (დენვერი).

აღმოსავლეთი კონფერენცია – ტრეი იანგი (ატლანტა), დემარ დეროზანი (ჩიკაგო), კევინ დურანტი (ბრუკლინი), იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი), ჯოელ ემბიდი (ფილადელფია).