NBA-მ კვირის მოთამაშეები დაასახელა #1TVSPORT
NBA-მ კვირის მოთამაშეები დაასახელა #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები და სტატისტიკური ლიდერები დაასახელა.

დასავლეთ კონფერენციის რჩეული გახდა „ფინიქსის“ მცველი დევინ ბუკერი. მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 27.0 ქულა, 4.3 მოხსნა და 3.3 შედეგიანი პასი დააგროვა. საუკეთესო მატჩი მან 14 იანვარს ჩაატარა „ინდიანას“ წინააღმდეგ – 35 ქულა, ოთხი მოხსნა და სამი გადაცემა. „ფინიქსმა“ გასულ კვირას სამიდან სამი მატჩი მოიგო და პირველ ადგილზეა მთლიანად რეგულარულ სეზონზე.

აღმოსავლეთში საუკეთესო გახდა „კლივლენდის“ მცველი დარიუს გარლანდი, რომელიც თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა. გარლანდის საშუალო სტატისტიკა იყო – 20.5 ქულა, 6.0 მოხსნა და 12.8 შედეგიანი გადაცემა. 14 იანვარს, „სან ანტონიოს“ წინააღმდეგ მცველმა 35 ქულა დააგროვა, ორი დღის შემდეგ კი სამმაგი დუბლი შეასრულა (11 ქულა, 10 მოხსნა და 14 პასი) „იუტასთან“.

რაც შეეხებათ გასული კვირის სტატისტიკურ ლიდერებს:

ქულები – ჯოელ ემბიდი (ფილადელფია): 29.8.

მოხსნები – დომანტას საბონისი (ინდიანა): 14.0.

პასები – ჯეიმს ჰარდენი (ბრუკლინი): 13.3.

ჩაჭრები – რობერტ კონინგტონი (პორტლენდი): 3.7

დაფარებები – ჯარენ ჯექსონი (კლივლენდი): 3.0