„ფილადელფიას“ ემბიდისა და ჰარდენის ორმაგმა დუბლებმა ვერ უშველა - „ბოსტონი“ 2:1 დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ფილადელფიას“ ემბიდისა და ჰარდენის ორმაგმა დუბლებმა ვერ უშველა - „ბოსტონი“ 2:1 დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის პლეი ოფში შაბათს დილით ორ სერიაში გაიმართა მესამე მატჩი.

„ფილადელფიამ“ საკუთარ მოედანზე მიიღო „ბოსტონი“. ორი მატჩის შემდეგ ანგარიში იყო – 1:1. თამაშის წინ სეზონის MVP-ის პრიზი გადასცეს მასპინძელთა ცენტრს, ჯოელ ემბიდს. მან მესამე მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა – 30 ქულა და 13 მოხსნა. ასევე ორმაგი ჰქონდა ჯეიმს ჰარდენს – 16 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა. თუმცა ამან „ფილადელფიას“ ვერ უშველა. „ბოსტონმა“ ჯეისონ ტეიტუმის ორმაგი დუბლის (27 ქულა და 10 მოხსნა) დახმარებით 114:102 მოიგო და სერიაში 2:1 დაწინაურდა.

ამ სერიაში მეოთხე მატჩი ისევ ფილადელფიაში 7 მაისს გაიმართება. დასაწყისი 23:30 თბილისის დროით.

 

ფილადელფია-ბოსტონი         102:114 (29:28, 21:29, 27:31, 25:26)

: ემბიდი (30+13 მოხსნა+4 დაფარება), ჰარდენი (16+11 პასი), მაქსი (13), ტაკერი (9), ჰარისი (7) – სასტარტო; მელტონი (14+8 მოხსნა), ნიანგი (10), მაკდენიელსი (3).

: ტეიტუმი (27+10 მოხსნა), ბრაუნი (23+7 მოხსნა), ჰორფორდი (17+7 მოხსნა), სმარტი (15), უაიტი (13) – სასტარტო; ბროგდონი (15+6 პასი), რ. უილიამსი (4).

სერია: 1-2