ESPN-მა ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელები ადგილების მიხედვით გაანაწილა - მაიკლ ჯორდანი პირვველია, ლებრონ ჯეიმსი მეორე #1TVSPORT
ESPN-მა ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელები ადგილების მიხედვით გაანაწილა - მაიკლ ჯორდანი პირვველია, ლებრონ ჯეიმსი მეორე #1TVSPORT

ტელეკომპანია ESPN-მა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ისტორიაში 76 უდიადესი კალათბურთელი ადგილების მიხედვით გაანაწილა. რეიტინგი NBA-ის დაარსებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეადგინეს. სიაში 76 მოთამაშე გამოკითხვისას ხმების თანაფარდობის გამო მოხვდა.

ESPN-ის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა NBA-ის ექვგზის ჩემპიონმა მაიკლ ჯორდანმა. მეორე ადგილზე გავიდა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ მოქმედი მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი.

პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ: ქარიმ აბდულ-ჯაბარი, მეჯიქ ჯონსონი, უილტ ჩემბერლენი, ბილ რასელი, ლარი ბერდი, ტიმ დანკანი, ოსკარ რობერტსონი და კობი ბრაიანტი.

ყველა დროის TOP75-ში ლიგის 11 მოქმედი კალათბურთელია: ლებრონ ჯეიმსი (მე-2 ადგილი), კევინ დურანტი (12), სტეფენ კარი (16), იანის ანტენტოკუნმპო (18), კრის პოლი (29), კავაი ლეონარდი (33), ჯეიმს ჰარდენი (50), რასელ უესტბრუკი (68), კარმელო ენტონი (69), ენტონი დევისი (71) და დემიან ლილარდი (75).